საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული პირველი ქართული ვენჩურული ფონდის, future laboratory-ის მმართველი პარტნიორი, ირაკლი ქაშიბაძე BM.GE-სთან საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების პერსპექტივებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რეგიონში “ფონდის ფონდის” შექმნა მიმდინარეობს, რომელიც მცირე ვენჩურული ფონდის დაფინანსებას უზრუნველყოფს.
მისი განმარტებით, თუ ამ ფონდში საქართველოც გაერთიანდება, მას სხვა ფინანსური ინსტიტუციებისა თუ დაფინანსებების საშუალება ექნება.
“ჯერჯერობით, ეკოსისტემაში პროცესები ქაოსურად მიმდინარეობს და მის განვითარებას ბევრი ელემენტი აკლია. Future lab-ში ვცდილობთ, რომ ბაზარზე ყველაზე მტკივნეული ეტაპი უზრუნველვყოთ, როდესაც ადამიანი დაწყებით სტადიაზეა, იდეა აქვს, რომელიც სურს რეალობად აქციოს და საერთაშორისო ბაზარზე გაყიდოს. თუმცა, სხვა დამხმარე ელემენტებიც უნდა არსებობდეს, რომელიც სტარტაპს განვითარებაში დაეხმარება.
ახლა რეგიონში „ფონდების ფონდის“ ჩამოყალიბება მიმდინარეობს, რომელიც უზრუნველყოფს მცირე ვენჩურული ფონდების დაფინანსებას. იქნება ეს 100 მლნ-იანი ან 500 მლნ-იანი რეგიონალური ფონდი, რომელშიც ქვეყანა უნდა გაერთიანდეს. და თუ ქვეყანა გაერთიანდება, მას შეეძლება, რომ სხვა ფინანსური ინსტიტუციები ან დაფინანსებები მოიზიდოს. წარმოიდგინეთ, ჩვენნაირი ინსტიტუციებისთვის ვენჩურული ფონდების თანხის მოზიდვა რა მარტივი იქნება”,- აცხადებს ქაშიბაძე.
მისივე ცნობით, საქართველოში სტარტაპის შექმნა, განვითარება და მისთვის ინვესტიციის მოზიდვა უფრო მარტივია, ვიდრე ვენჩურული ფონდის ფორმირება. შესაბამისად, ინსტიტუციებს ქვეყანა უნდა გაუფრთხილდეს.
“ეკონომიკის ბევრ სექტორში არის რესურსი, რომ მოხდეს ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება და მივიღოთ ნარჩენებისგან წარმოებული პროდუქცია, რომელიც თავისთავად ახალ, დამატებით სამუშაო ადგილებს…
2024 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 1 მლრდ 680 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 17%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ…
საბა ხელაშვილი, ადვოკატი ეკონომიკური დანაშაულების შესავალი ეკონომიკური დანაშაული 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა. ეს ფენომენი მოიცავს უკანონო და დახვეწილ ქმედებათა…